25 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ოტავას შემოგარენს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

ოტავას შემოგარენს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. ქარბორბალამ რამდენიმე დასახლება დააზარალა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევდა. ყველაზე მეტად ტორნადომ ქალაქი გატინო დააზარალა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ქარბორბალამ ფესვებიანად წააქცია ხეები, სახლები დააზიანა და მანქანები გაიტაცა. 130 ათასზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

დაზარალებულ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები