20 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
უფლებადამცველმა მარიამ ჯიშკარიანმა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

უფლებადამცველმა მარიამ ჯიშკარიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯიშკარიანის მიმართ დაირღვა მერვე მუხლი, რაც პირადი ცხოვრების უფლებას გულისხმობს.

საქმე ეხება 2005 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, კოტე კემულარიამ, მარიამ ჯიშკარიანი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

„ჩვენს მიერ გაკეთებული იქნა საექსპერტო დასკვნები სხვადასხვა მსჯავრდებულზე, მათ მიმართ დარღვეული იყო საერთაშორისო სტანდარტები და ისინი იმყოფებოდნენ არაადამიანურ პირობებში,“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უფლებადამცველისთვის ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ევროს გადახდა დააკისრა.

დღის ამბები