20 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
დავით ბაქრაძე მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

მხარდამჭერებთან სასაუბროდ და მათი პრობლემების ადგილზე გასაცნობად მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, იმყოფებოდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე.

სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში თამბაქოს მოყვანისა და ჩაბარების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათი შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა.

რეგიონში მწვავედ დგას საზღვარგარეთ არალეგალურად სამუშაოდ წასულთა პრობლემაც.

„საკმარისია, პრეზიდენტმა იპოვოს ერთი ინვესტორი, რომელიც ჩამოვა მთიან აჭარაში და ჩაიბარებს მოსახლეობისგან აქაურ, ყველაზე ტრადიციულ შემოსავლის წყაროს, თამბაქოს, რომ ეს ერთი ინვესტორი შეცვლის ათასობით ოჯახის ცხოვრებას, ქედაშიც, შუახევშიც და ხულოშიც. ეს არის მაგალითი, რომ ნებისმიერმა ინვესტიციამ შეიძლება შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, თუ პრეზიდენტი არის მოტივირებული,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები