19 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
"დაინახეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება" - არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრო

ზუგდიდში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ამომრჩეველთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე დაესწრო.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ზუგდიდის მოსახლეობას, მათ შორის, თუ უკვე გააშუქა თქვენმა ტელევიზიამ, რომ იყო ერთი-ორი ისეთი ადამიანი, რომელიც გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას დარბაზში... ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართულიოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრა დღეს მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით მოახერხა.

სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდელები საპროტესტო აქციით დახვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით საჯარო მოხელეებს მიმართა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

დღის ამბები