23 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
ასეთი შემთხვევები არის პირდაპირ ტესტი ხელისუფლებისთვის - ერეკლე ურუშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძე, ომეგა ჯგუფის საქმის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებს გვარები ფიგურირებს, რომლებიც სახელმწიფოს სახელით ბიზნესს ავიწროებდნენ.

ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

„აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, სხვანაირად არ შეიძლება. ასეთი შემთხვევები არის პირდაპირ ტესტი ხელისუფლებისთვის. ტესტი იმისა, რომ თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როცა თავად ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ გარეული კორუფციაში,“ - აცხადებს ურუშაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყებებს სათანადო რეაგირება არ ექნებათ, მაშინ რჩება შთაბეჭდილება, რომ კორუფცია დაუსჯელია ამ ქვეყანაში.

„თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ადეკვატურ რეაგირებას, მაშინ ეს არის სიგნალი სხვა თანამდებობის პირებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ კორუფცია რჩება დაუსჯელი ქვეყანაში,“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები