23 ოქტომბერი 2018,   08:25
ვრცლად
პორტუგალიის საკურორტო ქალაქში სინათლის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

პორტუგალიის საკურორტო ქალაქში სინათლის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. უკვე მეშვიდე წელია, კურორტი ქაშ-ქაიში განათების ოსტატებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალებას აძლევს.

ლუმინას ფესტივალის მონაწილეებმა ზღვისპირა ქალაქი მთლიანად გაანათეს, დადგეს მანათობელი ქანდაკებები, შენობებზე სხვადასხვა სახის ინსტალაციები მოაწყვეს და ჩრდილების თეატრიც გამართეს.

სინათლის ფესტივალს ათასობით ტურისტი უფასოდ ადევნებს თვალს.

ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი მთავრობაა, რომელიც ამ სახით პოპულარულ კურორტზე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

დღის ამბები