23 ოქტომბერი 2018,   08:28
ვრცლად
კობახიძე საპატრიარქოში მივიდა - საგანგებო შეხვედრა პატრიარქთან

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპატრიარქოში ილია მეორესთან სასაუბროდ მივიდა.

საუბრის მთავარი თემა ისევ კანაფის შესახებ კანონპროექტია.

შეხვედრაზე შესვლის წინ ირაკლი კობახიძემ კურიერთან განაცხადა, რომ საკითხის განხილვა შეჩერებულია და კანონპროექტი პარლამენტიდან არ გაუწვევიათ.

კითხვაზე, როდის გაიწვევენ კანონპროექტს, კობახიძე არ პასუხობს.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის დაუგეგმავი ვიზიტი საპატრიარქოში შესაძლოა, ასევე უკავშირდებოდეს ოცნების რჩეული კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილისა და მღვდელმთავრების დაპირისპირებას.

 

დღის ამბები