15 დეკემბერი 2018,   00:44
ვრცლად
"შევხედოთ, თუ გახდა პრეზიდენტი, მწვავე რეაქციასაც დავაკვირდეთ" - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე

„შევხედოთ, თუ გახდა პრეზიდენტი, მწვავე რეაქციასაც დავაკვირდეთ,“ - ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.

მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კონკორდატის დარღვევაა, როდესაც სასულიერო პირები სახელმწიფოს საქმიანობაში ერევიან.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სასულიერო პირებს არაფერი არ დაურღვევიათ და ეს სახელმწიფოს არა აქვს ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება.

დღის ამბები