20 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
შესაძლო კავშირი კვირიკაშვილის გადადგომასა და მარიხუანას ლეგალიზებას შორის - ექსპრემიერი კითხვებს თავს არიდებს

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტი არაფერი" - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ შეკითხვას. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, რომელიც მას "კურიერის" ჟურნალისტმა დაუსვა, მან პასუხი არ გასცა. ეს მარიხუანას ლეგალიზების საკითხია, რასაც "კურიერის" ინფორმაციით, ექსპრემიერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და შესაძლოა ამ საკითხსაც შეეწირა მისი პოსტი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის სახელი ამ კონტექსტში გუშინ "კურიერისთვის" საიდუმლო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში გაჟღერდა.

წყარო კურიერს უყვება, რომ მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე ოცნებაში საუბარი, დაახლებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში, სკანდალური კანონპროექტის მუხრუჭი ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, იყო. 

დღის ამბები