23 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგული 6 ათასი ამპულა მორფი - კლინიკის ყოფილ ექთანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგული 6 ათასი ამპულა მორფის საქმეზე კლინიკის ყოფილ ექთანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ლეილა ბასილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, ყოფილ ექთანს ნარკოტიკული ნივთიერება კლინიკიდან თვეების განმავლობაში ფარულად გაჰქონდა. ლეილა ბასილაძე 5 თვეა მიმალვაში იმყოფება.მისი დაკავება პოლიციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების ემუქრება.
 

დღის ამბები