25 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
წყალდიდობა ტეხასის შტატში - სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  

ერთი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ტეხასის შტატში. სტიქიამ ყველაზე მეტად დალასი დააზარალა, სადაც მეტეოროლოგების ცნობით, ამ თვეში ნორმაზე ოთხჯერ მეტი ნალექი მოვიდა.

დაიტბორა მაგისტრალები და საცხოვრებელი სახლები. მაშველებმა გზებზე ჩარჩენილი მანქანებიდან ბოლო 24 საათში ათობით ადამიანი გადაარჩინეს.

დაღუპული მამაკაცი კი ადიდებულმა წყალმა ხიდიდან გაიტაცა. სინოპტიკოსები გადაუღებელ წვიმას სტიქიის ზონაში მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ.

 

დღის ამბები