19 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
ლუდის ფესტივალი მიუნხენში-"ოქტობერფესტი 2018" საზეიმოდ გაიხსნა

მიუნხენი მთელი მსოფლიოდან ლუდის მოყვარულებს მასპინძლობს. ქალაქში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ლუდის ფესტივალი, "ოქტობერფესტი 2018" საზეიმოდ გაიხსნა. რიგით 185-ე ცერემონიას მიუნხენის მერი უძღვებოდა, რომელმაც პირველი კათხა, ტრადიციული შეძახილით, შესვა. გავრცელებული ცნობით, წელს ფესტივალზე 1 ლიტრი ლუდი 10 ევროზე მეტი ღირს. ყოველწლიური ფესტივალი, რომელზეც წელს უფრო მეტი უსაფრთხოების კამერა დაამონტაჟეს, მიუნხენში 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები