25 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ლიეტუვაში ვიზიტის დროს, რომის პაპი მის სანახავად ქუჩაში გასულ ადამიანებთან მივიდა 

ლიეტუვაში ვიზიტის დროს რომის პაპმა დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვილნიუსის კათედრალში მიმავალ გზაზე ავტომობილი გააჩერებინა და მის სანახავად ქუჩაში გასულ ადამიანებთან მივიდა.

მათ შორის იმყოფებოდნენ მძიმედ დაავადებული პაციენტებიც ახლოსმდებარე კლინიკიდან. პაპმა ფრანცისკემ ისინი დალოცა და გზა მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო.

ლიეტუვას შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაური ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა. ეს 1993 წლის შემდეგ, რეგიონში რომის პაპის პირველი ვიზიტია. 

დღის ამბები