19 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
დატბორილი სახლები და განადგურებული ტექნიკა-წვიმამ თბილისის ზოგიერთ უბანს პრობლემები შეუქმნა

წვიმამ თბილისის ზოგიერთ უბანს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო დაიტბორა შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებლების პირველი სართულები. გზის ეს მონაკვეთი უკვე ერთი თვეა გადათხრილია, რამაც საკანალიზაციო მილების დატბორვა გამოიწვია. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანდათ. მათ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსი ავარიულია და თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, აქ ცხოვრება სახიფათოა.

დღის ამბები