13 დეკემბერი 2018,   18:37
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ-საპრეზიდენტო კანდიდატი ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი მიტაცებული ფულით კორპუსს აშენებს

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაძის მოედანზე, იმ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც შალვა ნათელაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშენებს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კორპუსს ყოფილი პრემიერი ბიუჯეტიდან მითვისებული თანხებით აშენებს.  მთავარი ლეიბორისტი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სახელმწიფოს ბიუჯეტს ის თანხა დაუბრუნდება, რომელიც სხვადასხვა დროს, მაღალჩინოსნებმა უკანონოდ მიითვისეს.

„ჩვენს  უკან ჩანს ექსპრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის, თამაზაშვილის და ჯანყარაშვილის კუთვნილი პრესტიჟული მილიონიანი კორპუსი, რომელიც მათ სახსრებით  ააშენეს და კორუფციით. მთლიანობაში ექსპრემიერ -მინისტრებმა და კონკრეტულმა მინისტრებმა წაიღეს 50 მილიარდზე  მეტი ხალხის ქონება საკუთარ ჯიბეში. ჩემი გაპრეზიდენტების შედეგ შეიქმნება დაბრუნების  ფონდი და ყველა ეს მილიარდის ქურდი ექსპრემიერ-მინისტრი მოიტანს უკან წაღებულს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.   

დღის ამბები