24 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
რუსეთი მისი კუთვნილ სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

სირიაში, რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ოფიციალური მოსკოვი ისრაელს აკისრებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის ავიაგამანადგურებლის პილოტები სირიის საზენიტო სისტემის რაკეტის თავიდან ასაცილებლად განზრახ ამოეფარნენ რუსულ თვითმფრინავს, რაც, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, მათ არაპროფესიონალიზმზე ან მინიმუმ დანაშაულებრივ გულგრილობაზე მიუთითებს. თავდაცვის უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ ისრაელის არმიამ ავიაიერიშის შესახებ რუსული მხარე უშუალოდ შეტევის წინ გააფრთხილა და არა წინასწარ, რითაც ორ ქვეყანას შორის 2015 წელს დადებული შეთანხმება დაარღვია. რუსული "ილ-20" სირიაში, 17 სექტემბერს ავიაბაზაზე დაბრუნების დროს ჩამოაგდეს. შედეგად 15 სამხედრო დაიღუპა. 

დღის ამბები