24 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
სროლა თბილისში-მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

სროლა თბილისში-მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის შესასვლელთან დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

წინასწარი ინფორმაციით 40 წლის მამაკაცს თავდამსხმელი სახლის სადარბაზოში ელოდებოდა. მას შემდეგ რაც ის მე-9 სართულზე ავიდა, ბინაში შესვლამდე თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. დაზარელბულს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 

„ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. სასწრაფოც იყო. გადაიყვანეს მამაკაცი, ცოცხალიაო. გავიგეთ ამბავი, რომ არ მომკვდარაო. მეტი არაფერი არ გაგვიგია,“-ამბობენ მეზობლები.  

თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავა. 

დღის ამბები