20 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება სოფელ ვარდისუბანში - დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რკინის ხელჯოხებით სცემდნენ 

სისხლიანი დაპირისპირების დროს სოფელ ვარდისუბანში 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი არასრუწლოვანი. ჩხუბი ვარდისუბნისა და სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლებს შორის მოხდა. თვითმხილველების მტკიცებით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რკინის ხელჯოხებით სცემდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთი პირი შეიარაღებული იყო. დაშავებულებს შორის ცეცხლნასროლი იარაღით დაჭრილებიც არიან.

სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი დავით ლეგაშვილი იყო, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მათ თავს შეიარაღებული დაესხა. გია სულთანოვის მტკიცებით, კონფლიქტი ლეგაშვილსა და მის შორის ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო. დაზარალებულს ლეგაშვილი თიხის საამქროს ტერიტორიიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.

კონფლიქტის მიზეზი რომ საქონელი გახდა, ამას ვარდისუბნლებიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თიხის საამქროს ტერიტორიაზე არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ყარაჯალელებს საქონელი სისტემატიურად შეყავდათ. კონფლიქტის პროვოცირებაში ისინი გია სულთანოვს ადანაშაულებენ.

მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა სოფელ ვარდისუბნის მცხოვრები დავით ლეგაშვილი დააკავეს. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები