16 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
ფოტოებზე აღბეჭდილი სამშობლო - თბილისის ფოტოფესტივალის მთავარი თემა რუსეთის ოკუპაცია იყო  

თბილისის ფოტოფესტივალი, რომლის მთავარი თემა რუსეთის ოკუპაცია იყო - ფოტოფესტივალზე რუსი და ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები წარმოადგინეს.

ფოტოგრაფი ნატა სოფრომაძე სოხუმში  დაიბადა. 12 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი იძულებით დაატოვებინეს. მას შემდეგ მშობლიური მხარე აღარ უნახავს. ბავშვობის გახსენების დროს, ემოციების შეკავება უჭირს.

მისმა რუსმა კოლეგამ, ფოტოგრაფმა ირინა სადჩიკოვამ, ნატა სოფრომაძის სოხუმის სახლი, სკოლა და საყვარელი ადგილები ფირზე ასახა.

თავის მხრივ, ნატამ თბილისში გადაიღო ფოტოები, სადაც მისი შვილები, ახლობლები და მისთვის ძვირფასი საგნებია აღბეჭდილი. შედეგად ორმაგი ფოტოები მიიღო. სურათები, რომლებზეც ერთდროულად ჩანს აფხაზეთი და ასევე ჩანს ნატა და მისი ახლობლები თბილისში, სადაც ისინი რეალურად იმყოფებიან. 

დღის ამბები