25 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
ხმაური სოფელ ვარდისუბანთან - დავით ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქცია, გვიან ღამით დასრულდა

სოფელ ვარდისუბანთან დავით ლეგაშვილის მხარდასაჭერი აქცია გვიან ღამით დასრულდა. პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეწყდა, ვიდრე ლეგაშვილს ბრალს ოფიციალურად არ წაუყენებენ. ეს კი სავარაუდოდ ხვალ მოხდება. მანამდე კი ლეგაშვილის მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

დაკავებულს, რომელიც ყოფილი პოლიციელია, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

დღის ამბები