24 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
ხმაური და დაკავება დადიანის ქუჩაზე - პოლიციას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ 

ხმაური დადიანის ქუჩაზე - ორი ადამიანის დასაკავებლად ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის" წევრმა გაავრცელა. კადრებში ჩანს თუ რა ვითარებაში ხდება მოქალაქის დაკავება.

შემთხვევის ადგილზე მისულმა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა კი გაარკვია, რომ დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მოხდა, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, ვითარება ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოხდა. ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დღის ამბები