18 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მამუკა ბახტაძე ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

დღესვე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან.

„ჩვენი მხრიდან ბუნებრივია სამშვიდობო ინიციატივებზე გამახვილდება ყურადღება, რადგან თვითონ სამიტის ფორმატი ამას ითვალისწინებს. ეს არის სამშვიდობო სამიტი. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მდგრადი მშვიდობა არსებობდეს,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ.

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 27 სექტემბერს დასრულდება.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსჯელობის მთავარი თემები ირანის ბირთვული შეთანხმება, სირიაში არსებული ვითარება, ასევე კლიმატის ცვლილებები იქნება. მსოფლიო ლიდერები ყველაზე დიდი ინტერესით შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ელოდებიან. დონალდ ტრამპი კოლეგებს სიტყვით ხვალ მიმართავს. გაეროს გენერალური ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ნიუ-იორკში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღის ამბები