25 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
ბინადრობის ნებართვა - ენმ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა“, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს დააყენებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ იმიგრაციის არსებული პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

რომან გოცირიძის თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებელია, საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება გამკაცრდეს.

„აღებულია ევროპის გამოცდილება და უფრო შეესაბამება დღევანდელი საქართველოს მოთხოვნებს. თუნდაც რომ ავიღოთ საინვესტიციო ბინადრობის უფლება, დღეს არის ძალიან გამარტივებული და ეს არ ემსახურება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევისა და დევნილთა უფლებების საკითხის დაყენებას გეგმავს "ევროპული საქართველო". 

ბიუროს სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე კვირის საკომიტეტო მოსმენების დღის წესრიგსაც განიხილავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები