19 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე - დაშავებული 11 პირიდან 2 კვლავ საავადმყოფოში რჩება 

თურქეთში სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული 11 მოქალაქიდან 2 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სარფის საზღვრიდან 1 კილომეტრში, თურქული მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება ადგენს.

„დაშავდა მიკროავტუბუსში მჯდომი საქართველოს 11 მოქალაქე. მიყვანილ იქნენ საავადმყოფოში , სამედიცინო დახმარება დასჭირდა 7 მოქალაქეს.

აქედან ორი მოქალაქე რჩება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენი 9 მოქალაქე გაწერილია“-ამბობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

დღის ამბები