იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. ნაზი ჯანეზაშვილი იმ პირს დაასახელებს, რომელიც სასამართლო სისტემაში გავლენებით სარგებლობს და ძალაუფლებას ხშირად პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.
საბჭოს წევრი წინასწარ ამ პირის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გაასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტს, როდესაც გავლენიანმა მაღალჩინოსანმა თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჯანეზაშვილი ამ განცხადებას საბჭოს სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთებს და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საბჭო მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„ამ ბრიფინგის განმავლობაში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა ამ გავლენიანი პირების ძალაუფლებამ და რამდენად ცუდი შედეგი მოუტანა მან ჩვენს მოქალაქეებს“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.