19 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
ტერაქტი სამხედრო აღლუმზე - აშშ თეირანის ბრალდებას უარყოფს

ოფიციალური თეირანის ბრალდებას, სამხედრო აღლუმზე ტერაქტზე პასუხისმგებელი ჯგუფის დაფინანსების შესახებ, შეერთებული შტატები უარყოფს.

გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, დამნაშავეების ძებნისას ირანმა პირველ რიგში საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს. ნიკი ჰეილიმ ირანის ლიდერებს სარკეში ჩახედვა ურჩია.

ტერაქტიდან რამდენიმე დღეში კი დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა სააგენტო "ამაქმა" ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ისლამისტების მტკიცებით, დაჯგუფების მებრძოლები თეირანში განხორციელებული ტერაქტისთვის ემზადებიან.

ბოლო მონაცემებით, 2 დღის წინ სამხედრო აღლუმზე თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 წლის ბავშვიც.

დღის ამბები