17 ოქტომბერი 2018,   19:06
ვრცლად
მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 58 მიგრანტი გადაარჩინეს

მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 58 მიგრანტი გადაარჩინეს. მამაკაცები, ქალები და ბავშვები აფრიკის სანაპიროდან ევროპის მიმართულებით გასაბერი ნავით გადაადგილდებოდნენ.

ისინი სამაშველო ხომალდით იტალიის მიმართულებით წაიყვანეს. გემის ეკიპაჟის განცხადებით, ეს ბოლო სამაშველო ოპერაცია იყო, რადგან პანამის ხელისუფლებამ, ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ უკანასკნელ სამაშველო გემს “აკვარიუსს” რეგისტრაცია შეუჩერა.

ხომალდი ვეღარ შეძლებს სამაშველო ოპერაციების ჩატარებას, თუკი რომელიმე ქვეყნისგან მისი დროშის ქვეშ ცურვის ნებართვას არ მოიპოვებს.

ამ დროისთვის ხმელთაშუა ზღვაში არც ერთი საქველმოქმედო სამაშველო ხომალდი არ მოქმედებს.

დღის ამბები