25 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „პოსტკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება განცხადებას ავრცელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.

მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე გადაიყვანეს მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.

რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები