19 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
მერაბიშვილი იღებს მკურნალობის იმ სერვისს, რაც გათვალისწინებულია ყველა მსჯავრდებულისთვის - კილაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

კილაძის თქმით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობს. დეპუტატის თქმით, მერაბიშვილის მკურნალობა კონკრეტულ დაწესებულებაში მასთან შეთანხმებით მოხდა. 

მისივე განცხადებით, ივანე მერაბიშვილი იღებს იმ სერვისს, რაც არის გათვალისწინებული ყველა მსჯავრდებულისთვის. 

"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თითოეული მსჯავრდებულის უფლება იყოს დაცული,"-განაცხადა კილაძემ.

მკურნალობა კონკრეტულ დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით მოხდა - 

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ადვოკატები ინფორმაციას უცხოელ სპეციალისტებს გადაუგზავნიან. დიაგნოზს უკვე სწავლობენ ქართველი ექიმები. სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი,  ეს არის პატიმრის ინტოქსიკაცია თუ მხოლოდ ავადმყოფობა.

ყოფილი შსს და პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში დღითიდღე უარესდება. იმდენად, რომ მისი ადვოკატი და ექიმები მოწამვლაზე ალაპარაკდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ პენიტენციურ სამსახურში, სადაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები