24 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
არალეგალური ხის სახერხი საამქროები - 7 მეწარმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მაშტაბით 23 არალეგალური ხის სახერხი საამქრო გამოავლინა, რომლებსაც მეწარმეები სათანადო რეგისტრაციის გარეშე ამუშავებდნენ.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 7 მეწარმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ-საამქროებთან  მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მომხდარზე გრძელდება გამოძიება გრძელდება. 

დღის ამბები