24 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ხმაური ფონიჭალაში - შეკრებილები ტექნიკას მაგისტრალის მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ

ხმაური ფონიჭალაში - ადგილობრივი მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს და აქციას მართავს.

შეკრებილები სამშენებლო ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ისინი ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ და განსახლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მშენებლობის დაწყებამდე მათ შეუთანხმდნენ, რომ გაასახლებდნენ, თუმცა, ადგილობრივების თქმით, მათთვის საცხორებელი ფართით უზრუნველყოფას არ ახდენენ.

ადგილობრივები ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი კანონდარღვევით ახორციელებს სამუშაოებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

დღის ამბები