19 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნის გამო ხშირად, მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილით მთავრდებოდა - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ გადის.

თალაკვაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სისტემა მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია.

„ადვოკატების განცხადების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემასა და დღეს ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემას შორის.

როდესაც ადამიანს, მის ადვოკატებს, შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოთქვან თავსი პოზიციები, მიიღონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი, ჩაიტარონ გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და საერთოდ, ეს გახდეს მსჯელობის საგანი, რისთვისაც წლების წინ სწორედ ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა,“-ამბობს თალაკვაძე.

გადაცემა P.S.-ში ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, უფლებადამცველის განმარტებით, მერაბიშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას. 

დღის ამბები