19 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
ტრამპი ირანთან დიალოგისთვის მზადაა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება კი წარუმატებელია - პომპეო

დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი წარუმატებელს უწოდებს.

განცხადება მაიკ პომპეომ ტელეკომპანია "NBC"-სთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ბევრ ასპექტში ინტერესების დამთხვევის მიუხედავად, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ღირებულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. პომპეოს მიაჩნია, რომ უკრაინაშიც და სირიაშიც რუსეთი გამოუსადეგარი ქვეყანა აღმოჩნდა.

ინტერვიუს დროს სახელმწიფო მდივანმა ირანთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ირანის ლიდერთან დიალოგისთვის მზადაა.

დღის ამბები