20 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს ყოფილი პრემიერი შეიწყალოს 

გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ოფისში გაკეთდა. 

საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მერაბიშვილის უფლებადამცველების განცხადებით, ყოველდღიურად მძიმდება. 

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრს აკისრებს.

"იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველო ლიდერთა შორის“ დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის თქმით, აუცილებელია, რომ ვანო მერაბიშვილს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარდეს.

მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარების შემდეგ ვანო მერაბიშვილი სათანადო პირობებში უნდა გადაიყვანონ.

დღის ამბები