24 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება და დაკავებული მაღალჩინოსანი - სუს-ში აფთიაქის მფლობელების გამოკითხვა მიმდინარეობს

ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ლობირება და ჯანდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსანი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირთა დაკითხვები მიმდინარეობს, რომლებიც აფთიაქებს ფლობდნენ და ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის გამო ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს.

უსაფრთხოების სამსახურში ასევე იკითხება დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ფსიქოტროპული აფთიაქების მფლობელი ხუთი პირიც.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სტატუსით არის დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუს-ში ადრე რამდენჯერმე იყო დაბარებული.

"არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, რადგან ჯერ არ ვიცი რა სტატუსით არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოყვანილი, თუმცა ის წამოიყვანეს სახლიდან. მანამდე რამდენჯერმე იყო გამოკითხვაზე ახსნა-განმარტების მისაცემად ანტიკორუფციულ სააგენტოში. ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონეა. ინფორმაცია თუ რა არსებობდა სუს-თან, გავარკვევთ ყველაფერს, ჯერ არაფერი ვიცით“-ამბობს ადვოკატი ნინო ლალიაშვილი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გამოძიებას ამ დრომდე არ განუმარტავს, როგორ მფარველობდა უწყების მაღალჩინოსანი ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობას.

შეგახსენებთ დღეს დილით, სამედიცინო სფეროს რეგულირების სააგენტოს უფროსი მისი კაბინეტიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. თვალავაძის წინააღმდეგ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული.

დღის ამბები