მილანის მოდის კვირეული დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენებების სერიას დღეს იაპონელი დიზაინერი აცუში ნაკაშიმა დაასრულებს.
მანამდე კი ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოდის მიმდევრებს ჯორჯო არმანიმ წარუდგინა.
დიზაინერმა მუქ ფერებზე უარი თქვა და კოსტიუმებისთვის ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და ღია ვარდისფერი პრიალა ქსოვილი გამოიყენა.
თხელი მასალა კი სილუეტებს განსაკუთრებულად ჰაეროვანს ხდიდა. არმანიმ ახალი კოლექციისთვის გასული საუკუნის 60-იანი წლების სტილი შეარჩია.