24 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
ძლიერმა ქარმა ავიაკომპანია "ეარ ფრანსის" თვითმფრინავს დაშვების დროს მიმართულება 90 გრადუსით შეუცვალა

შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, ბირმინგების აეროპორტში მოხდა.

ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 70 კილომეტრს აჭარბებდა, პილოტს ლაინერის დასმის საშუალება არ მისცა. სწორედ ამიტომ ეკიპაჟმა ფრენის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავმა დაშვება 15 წუთის დაგვიანებით  მეორე ცდაზე შეძლო.

ინციდენტის შემდეგ კომპანია „ეარ ფრანსმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მგზავრებს ბოდიში მოუხადა.

დღის ამბები