15 ოქტომბერი 2018,   20:14
ვრცლად
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც იგორ დოდონმა მინისტრების პოსტზე პრემიერის მიერ ხელახლა წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარი თქვა.

საუბარია ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების მინისტრებზე. პრეზიდენტობის პერიოდში იგორ დოდონი მოვალეობის შესრულებას სულ სამჯერ ჩამოაშორეს.

ამ პერიოდში ახალი მინისტრების დანიშვნის დადგენილებას ხელი პარლამენტის სპიკერმა მოაწერა.

დღის ამბები