19 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
ვნახეთ ხმააკანკალებული, კორუფციაში ჩაფლული მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - გიორგი ვაშაძე კობახიძის კრიტიკას პასუხობს

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ოპონენტების კრიტიკას და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძე იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებსა და შავ პიარში დაადანაშაულა.

ვაშაძის შეფასებით, კობახიძის განცხადებები არსებულ სიტუაციას არ შეესაბამება და „არაადეკვატურია.“

„დღეს ჩვენ ვნახეთ ხმააკანკალებული, კორუფციაში ჩაფლული მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტების კრიტიკას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებას უკავშირებს გიორგი ვაშაძე და განმარტავს, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს.

„სწორედ ამ დიდი გაერთიანების გეშინიათ თქვენ და სწორედ ამიტომაა, რომ ყველა კვლევა თქვენ გიჩვენებთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია და ამ არჩევნებს იგებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია,“ ჩვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და იმიტომაც არის, რომ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპონენტები „დეზინფორმაციას და პიროვნულ შეურაცხყოფას“ მიმართავენ.

ვაშაძის თქმით, საზოგადოების მხრიდან ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური განწყობა არა დეზინფორმაციის, არამედ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამოა გამოწვეული.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადება და ზუსტად სმის გამოა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის ამხელა ნეგატიური განწყობა ხალხის მხრიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ხელმომწერთა სიებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ესეც მმართველი გუნდის დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია.

„როგორ მოხდა რომ შოთა მალაშხიას მიერ წარდგენილ სიას უცებ, ერთ ღამეში 26 ფურცელი დაემატა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. დიახ, ამ ყველაფერს ვაჩვენებთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას და შეაფასებენ, როგორ დანაშაულებრივად მოქმედებს თამარ ჟვანია თქვენი დახმარებით და როგორ დანაშაულებრივად მოქმედებს მთელი თქვენი სისტემა იმისთვის, რომ რამენაირად ჩირქი ცხოთ ჩვენს გაერთიანებას „ძალა ერთობაშია,“ მაგრამ ჩვენ ვართ ორიენტირებული საქართველოს მომავალზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები