13 დეკემბერი 2018,   20:54
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე, ეგრეთწოდებულ სამხედრო დასახლებაში  ხანძარი გაჩნდა

ძლიერი ხანძრის გამო ე.წ. სამხედრო ქალაქიდან მოსახლეობის გამოყვანა გახდა საჭირო.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულზე გაჩნდა, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანება მთელ შენობაში შეინიშნებოდა.  

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ 5 პირს აღენიშნებოდა მხუთავი აირით ინტოქსიკაციის ნიშნები. მათ შესაბამისი დახმარება უკვე გაუწიეს.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხანძრის შედეგად დამწვარია 2 ოთახი.

დღის ამბები