13 დეკემბერი 2018,   18:35
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის საქმე - სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გია თვალავაძეს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე სააფთიაქო ნარკომანიას და ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მფარველობას ეხება. ბრადებულის უფელბადამცველმა ე.წ. მოდულის შენობა ახლახანს დატოვა. როგორც მან აღნიშნა, გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის თქმით ამავე საქმეზე ის კიდევ ორ პირს იცავს. საქმის მოცულობიდან გამომდინარე კი მას შესასწავლად ბევრი დრო დასჭირდება. ადვოკატს სხვა დეტალებზე აღარ უსაუბრია. როგორც მან განმარტა ხელი გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა. 

დღის ამბები