11 დეკემბერი 2018,   01:05
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ხმაურიანი შეხვედრა და ურთიერთბრალდებების კასკადი "ოცნებასა" და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის

მთავარ კონკურენტებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება -“ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია დღეს ერთმანეთს შავ პიარში და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებების კასკადი ბათუმში საარჩევნო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის ღალატში დადანაშაულებას მოჰყვა. მმართველი პარტიის აქტივისტებმა მოქალაქე დარბაზიდან გააძევეს და პროვოკაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულეს.

მაგრამ ამ ინციდენტიდან სულ რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილმა თავად მოუწყო საკუთარ თავს შავი და არც თუ სასიამოვნო პიარი.

შეხვედრაზე  მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა შეაწყვეტინა და მას მოღაკატე უწოდა. იგი დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს.

ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. მმართველმა პარტიამ მომხდარში კონკურენტი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის  შტაბი დაადანაშაულა.

"ქართულ ოცნებას" გაერთიანებული ოპოზციის შტაბში საპასუხო ბრალდებებით უპასუხეს
და პარლამენტის თავმჯდომარე ანტისახელმწიფოებრივ განცახდებებში დაადანაშაულეს.

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს "ქართულმა ოცნებამ" ცესკოში გაყალბებული სიების წარდგენასა და ფიქტიური კანდიდატებით რესურსების მანიპულაციაში დაადანაშაულა. როგორ აღმოჩნდა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის, პრემიერი მამუკა ბახტაძე და რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანი, ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები