19 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეები - რუსთავის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით იწყებს

რუსთავის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით იწყებს. დოკუმენტური პიესა, რომელიც კონკურსის შედეგად შეარჩიეს, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებზეა.

დოკუმენტური პიესა 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენებსა და მის შედეგებზეა, რომელზეც თაობებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

დამხმარე ძალის მოლოდინში 27 სექტემბერს, ბევრი ქართველი მეომარი იყო, მათ შორის იყო ჟიული შარტავაც, რომელიც მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. სანამ დახვრეტდნენ, სოხუმში გატარებული მისი უკანასკნელი დღეები პიესის ავტორმა ნინო სადღობელაშვილმა ერთ ამბად აკინძა, რეალური ფაქტები კი ომის თვითმხილველებმა და მებრძოლთა ახლობლებმა უამბეს.

მეოცე საუკუნის ეროვნული გმირის ისტორია პირველად რუსთავის თეატრის სცენაზე ცოცხლდება. სამხატვრო ხელმძღვანელის სურვილი იყო, რომ სწორედ ამ სპექტაკლით გაეხსნათ ახალი სეზონი. პრემიერა სიმბოლურად 27 სექტემბერს გაიმართება. 

დღის ამბები