20 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება - დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს 

სააფთიაქო ნარკომანიისა და ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვების მფარველობაში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურა ექვსივე დაკავებულისთვის, მათ შორის სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსისთვის პატიმრობას ითხოვს.

სუს-მა გია თვალავაძესთან ერთად კიდევ 20 პირი აიყვანა. დაკავებულები არიან სხვდასხვა აფთიაქების მეპატრონეები და თანამშრომლები. მათგან ნაწილი ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავებულების გამოკითხვა ე.წ. მოდულის შენობაში გვიანობამდე მიმდინარეობდა. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

„ბრალი წარედგინა, დანაშაულს არ აღიარებს. გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს მიცემული. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმის მასალებს ვსწავლობ, ჯერ არ ვიცი რა ხდება,“-განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები