25 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა.
ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ექსპრემიერმა გამოცემა BMG-ის დაუდასტურა.

კვირიკაშვილის თქმით, მისი ახალი თანამდებობა საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებასა და უზბეკეთის მთავრობისთვის საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის წარმოების პროცესში დახმარების გაწევას გულისხმობს.

დღის ამბები