18 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
"აფხაზთა კრება" და "ძალა ერთობაშია" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"აფხაზთა კრება" და ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი განაცხადი პროკურატურაში დღეს შევა.

დავით ქაცარავას მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.

კონკრეტულად საუბარია 308-ე და 319-ე მუხლებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაა.

დღის ამბები