13 დეკემბერი 2018,   04:37
ვრცლად
საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი - სალომე ზურაბიშვილი 

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურში ამომრჩეველს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი შეკრებილებს საარჩევნო კამპანიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა რეგიონის განვითარების გეგმებზე.

„მე მინდა რომ ვიყო ეფექტური პრეზიდენტი, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის უნდა ერთად ვიმუშაოთ. პირველ რიგში რეგიონები უნდა გაძლიერდეს. ეს ჩვენი გარდაუვალი მიმართულება და პრიორიტეტი. საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი პრობლემები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ზურაბიშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რაც არ ნიშნავს ლეგალიზაციას,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები