19 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბროკ ბიერმანს შეხვდა

ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბროკ ბიერმანს შეხვდა.

საუბრისას ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ძლიერ პარტნიორობას საქართველოსთან, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„საქართველოს მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ცხადად გვაქვს გაცნობიერებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, მომდევნო წელს კომპაქტის დასრულების საკითხი და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის პოტენციალის ზრდაზე ზრუნვა განვიხილეთ, რაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობის საშუალებით და პროექტის დახურვის შემდეგ მდგრადობაზე მუშაობით გაგრძელდება,”- განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბროკ ბიერმან.

დღის ამბები