19 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ეს საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მთავარი სასაუბრო თემა გაეროს შტაბბინაშიც.

ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

დღის ამბები