16 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო პროგრესულად ვითარდება”- ირაკლი კობახიძე

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება - ეს განცხადება, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გახსნა და საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

“ჩვენთვის პრიორიტეტია განათლება, კულტურის, მეცნიერებისა და მედიის პოპულარიზაცია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კულტურით, კულტურის ისტორიით და მიზანია გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ გვაქვს ამბიცია განვავითაროთ განათლების სისტემა, რათა გავაუმჯობესოთ და დიდი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს გაუმჯობესებაში.

ქვეყნები უნდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს არა ძალით, არამედ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემითა თუ კულტურით. რა დროსაც სამყარო იქნება უფრო განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, პროგრესულად ვითარდება და წინა რიგებში ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისა თუ დაცვის საკითხში“-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები